რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
როგორც ენერგო პრო ჯორჯიაში აცხადებენ მაღალი ძაბვის გამო მოხდა ავარიული დაზიანება რამაც გამოიწვია რუსთავში ელექტროენერგიის შეწყვეტა.
ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება:თოდრიის,ლომოურის,კლდიაშვილის,მეგობრობის და მესხიშვილის ქუჩას, ასევე ლერმონტოვის,შევჩენკოს, 9 ძმა ხერხეულიძის,გურამიშვილის და კიკვიძის ქუჩას.
ენერგო პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ელექტროენერგიის მიწოდება დღის პირველ ნახევარში აღდგება.