საპრეზიდენტო არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს ჩატარდა.
“მე შემოვდივარ ამ შემთხვევაში წინადადებით, რომელიც ეხება პრეზიდენტის არჩევნების ჩანიშვნის თარიღს და ამას შევიტანთ დღის წესრიგში, შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომის სესიის ფარგლებში დავამტკიცებთ, რომ ჩატარდეს 2024 წლის 14 დეკემბერს, ინაუგურაცია ჩატარდება 29 დეკემბერს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს მოსახლეობა წელს პირველად არ აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით – არჩვნებზე ხმის მიცემით. მათ ნაცვლად მომავალი პრეზიდენტი არჩევა შეეძლებათ 300 ხმოსანს, რომელიც პარლამენტის წევრებისგან, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისგან და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოების დეპუტატებისგან იქნება დაკომპლექტებული.