საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე თვეში ერთა ლიგის ორ შეხვედრას გამართავს.
ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ჩეხეთს, ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ნოემბრის მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, დისკვალიფიკაციის გამო, უკრაინასთან საშინაო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს. ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად ჩეხეთთან მატჩისთვის მოემზადება. ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის მზადებას ნაკრები 11 ნოემბერს, საგურამოში დაიწყებს. მოგვიანებით გუნდი ბათუმში გადაინაცვლებს.