საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. 

ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა.

მოწამეთა პატივსაცემად რუსთავის ხიდიდან მტკვარში ყვავილები 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიის სასულიერო პირებმა და მრევლმა ჩაუშვეს.

აღსანიშნავია, რომ ეს დღე რუსთავში უკვე მესამედ აღინიშნა.

100 ათასი ქართველი ჯალალედინის ბრძანებით სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა და სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვეს. უარის მიღების გამო, მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.