საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“გილოცავთ არჩევას, ბატონო პრეზიდენტო.

ძლიერი აშშ – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და 33 წლის მეგობარი – ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად და ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად, – წერს ზურაბიშვილი  X-ზე.

Fox News – აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა – მას საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, ხოლო კამალა ჰარისს 226 ხმა