სტიქიას ესპანეთში სულ მცირე 205 ადამიანი ემსხვერპლა

სტიქიას ესპანეთში სულ მცირე 205 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 202 ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონში ვალენსიაშია.იტყობინება სამაშველო სამსახური. 

სამძებრო სამუშაოები არ დასრულებულა, მაშველები უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ჯერ კიდევ ეძებენ.

კოკისპირულმა წვიმამ და ძლიერმა სეტყვამ ესპანეთის რამდენიმე რეგიონში ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე ძლიერი წყალდიდობები გამოიწვია.

სტიქიის გამო ქვეყნის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კრიზისის კომიტეტი შექმნა და იმ ადგილებში, სადაც წყალდიდობამ ყველაზე მეტი ზიანი გამოიწვია, ხელისუფლებამ 1 600-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა.