უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 

ლევან ლოხიშვილი ხერსონის მიმართულებაზე მომხდარ თავდასხმას ემსხვერპლა. 

როგორც ცნობილია დაღუპულ სამხედროს სამშობლოში 24 ნოემბერს ჩამოასვენებენ.

ლევან ლოხიშვილი ოდესის 126-ე ბრიგადის, 220-ე ბატალიონის მესამე ასეულის წევრი იყო. ეს ჯგუფი ძირითადად მოხალისეებისგან შედგება.

ომის დაწყებიდან 2022 წლის თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში 70-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.