ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან და ქალაქ ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, დიმიტრი მოდებაძესთან, ერთად ქალაქ ბოლნისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მონაკვეთზე, ქვაფენილის მოწყობის დასრულებული სამუშაოები მოინახულა.
პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლა 1100 კვადრატული მეტრი გზა. ასევე, მოეწყო გარე განათების ქსელი, შეიცვალა საცხოვრებელი სახლის ჭიშკრები და ღობეები.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 270 000 ლარი შეადგინა.