პოლონეთში 20 და 23 წლამდე ასაკის ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზა ქართველმა ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა, რომელმაც სამი ოქროს მედალი მოიპოვა.
ძალოსანმა ატაცში 103 კგ დაძლია, აკვრაში 125 კგ დააფიქსირა, ორჭიდის ჯამში კი 228 კგ დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ძალოსნები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.