შემაჯამებელი ოქმი შემდგარია

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

 

საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან 19 მანდატი პარტიამ – „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ 12.

 

საარჩევნო სუბიექტის შედეგები ასეთია: „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – 3 892 ხმა, 0.19%’„კოალიცია ცვლილებისთვის“ – 229 161 ათასი ხმა, 11.03%, მანდატების რაოდენობა 19.„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 211 216 ხმა, 10.17%, მანდატების რაოდენობა 16;„ევროპელი დემოკრატები“ – 7955 ხმა, 0.38%; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 50 599 ხმა, 2.44%;„ძლიერი საქართველო- ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – 182 922 ხმა, 8.81%, მანდატების რაოდენობა 14;„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 15 103 ხმა, 0.73%;„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – 1845 ხმა, 0.09%;„შეცვალე საქართველო“ – 12 528 ხმა, 0.60%; „საქართველო“ – 2780 ხმა, 0.13%;„თავისუფალი საქართველო“ – 4 145 ხმა, 0.20%;„ტრიბუნა“ – 2 483 ხმა, 0.12%;„ჩვენ“ – 2593 ხმა, 0.12%;„გახარია საქართველოსთვის“ – 161 521 ხმა, 7.78%, მანდატების რაოდენობა 12.„მემარცხენე ალიანსი“ – 1260 ხმა, 0.06%;„ქართველ ერთობა“ – 4500 ხმა, 0.22%;„გირჩი“- 62 223 ხმა, 3%;„ქართული ოცნება“ – 1 120 053; 53.93%, მანდატების რაოდენობა 89.

შემაჯამებელი ოქმი შემდგარია, სხდომას დახურულად ვაცხადებ, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელ სხდომაზე.

მანამდე კალანდარიშვილმა და სხდომის მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმა ხელი მოაწერეს შემაჯამებელ ოქმს.

„შემაჯამებელი ოქმი შემდგარია, ამით ფაქტობრივად საარჩევნო პერიოდი დასრულდა, ძვირფასო კოლეგები, ჩართულო მხარეებო, რომლებიც ამ პროცესს აკვირდებოდით და სხვადასხვა სტატუსით იყავით ჩართული. ამით ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდის დასრულებასთან ერთად ქვემდგომ კომისიებში, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს დღეიდან შეუწყდათ უფლება-მოსილება და შესაბამისად, დღევანდელი სხდომა მინდა, დახურულად გამოვაცხადო. წარმატებებს გისურვებთ ყველას. რა თქმა უნდა, ვულოცავ გამარჯვებულ პარტიებს, მანდატმოპოვებულ პირებს აღნიშნულ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებას ყველას აბსოლუტურად თავიანთ საქმიანობაში. მადლობა, სხდომას დახურულად ვაცხადებ“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

ცესკოში სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.