წიწამურთან ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

არსებული ინფორმაციით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურთან, ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი პირი, ერთი კი მძიმედ არის დაშავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.