თბილისში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, დღეს დილით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 16 პირი დააკავეს.
16-ივე მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. დაკავებულებიდან, ამ დროისთვის, 3 პირი ხელწერილითაა გათავისუფლებული.
დღეს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.
სამართალდამცავებმა დაშალეს კარვებიც. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.