დღეს “დაიტოვე” დგამს პორველ ნაბიჯს სახალხო პროტესტისკენ და დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას, – ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა.
საპროტესტო აქციები დაიგეგმა ხვალაც. მათი თქმით, ერთი ლოკაცია საქალაქო სასამართლო იქნება, ხოლო მეორე პრეზიდენტის სასახლე, სადაც სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის დელეგაციას შეხვდება.
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. მათი შეფასებით, ხელისუფლებამ ქართველ ხალხს “არჩევნები მოჰპარა და ხალხის ხმები გააყალბა”.
“დაიტოვეს” ორგანიზებულ აქციას სტუდენტებთან, სამოქალაქო სექტორთან და მოქალაქეებთან ერთად პროევროპული ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ.
ჯგუფ “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული საპროტესტო მარშის მონაწილეებმა შეკრება, თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან 18:00 საათიდან დაიწყეს.