სააპელაციომ ISFED-ის მოთხოვნა ხმების გადათვლაზე არ დააკმაყოფილა და გორის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ “სამართლიანი არჩევნების” მოთხოვნა ხმების ხელახლა გადათვლის შესახებ არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გორის სასამართლოს 4 ნოემბერის გადაწყვეტილება გააუქმა.

შეგახსენებთ, გორის რაიონულმა სასამართლომ სამართლიანი არჩევების მოთხოვნა 4 ნოემბერს დააკმაყოფილა და საოლქო საარჩევნო კომისიას 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლა დაავალა.