ხვალ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრას გამართავს.
16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ უკრაინას მასპინძლობს. ეროვნული ნაკრები ბათუმში უკვე ჩაფრინდა.
დისკვალიფიკაციის გამო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ცენტრალური მცველი ლაშა დვალი ვერ დაეხმარება. თამაში 21:00 საათზე დაიწყება და მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.