19 ნოემბერს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს 09:30-დან
11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
მარნეულის რაიონის სოფლებში წითელი სოფელი, დაშტაფა, შულავერი,
კასუმლო და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს
მარნეულის რაიონის სოფლებში სადახლო, ზემო სარალი, აზიზქენდი, ბურმა
და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დმანისში
გორგასლის, 9 აპრილის, სიონის, წმ. ნინოს და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთაში შარტავას, ლომოურის, თოდრიას და
მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს;

14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ხატისოფელი,
ფოლადაური, სამწვერისი და მიმდებარე სოფლებში;

14:30-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში ჭავჭავაძის, სამედ ვურგუნის, ვაგზლის,
კოსმონავტების და მიმდებარე ქუჩებზე;

16:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში კოსმონავტების, გელოვანის, აღმაშენებლის და
მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში აზიზბეკოვი, ქესალო და მიმდებარე
სოფლებში.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება
აღდგება ჩვეულ რეჟიმში.