22 ნოემბერს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ნოემბერს 11:00-დან 11:40 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ირაგა, ჭივჭავი, ალექსეევკა, ივანოვკა, შიხილო და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 11:30 საათამდე აბონენტებს ფონიჭალაში;

11:40-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში იფნარა, ლიპა, ჭივჭავი, ჯვარა და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში ენერგეტიკის, 9 მაისის, ვაჟა-ფშაველას, ჩოლოყაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ვაჟა-ფშაველას, თბილისის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს და 12-ე და 15-ე საჯარო სკოლებს;

12:30-დან 14:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კუმისი, კრწანისი, მთის ძირი, თელეთი, წალასყური, კოდა და მიმდებარე სოფლებში;

18:45-დან 19:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ვაჟა-ფშაველას, თბილისის, მეგობრობის, გორის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს, აგრეთვე იალგუჯის ქუჩაზე კერძო სახლებს, 10-ე ბაგა ბაღს და რესტორან სამეფოს.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.