27 ნოემბერს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ნოემბერს 12:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში აკაურთა, ზვარეთი, რატევანი, ქვეში და მიმდებარე სოფლებში;

13:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში შარტავას, ტაშკენტის, ლეონიძის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს, აგრეთვე მე-4 საჯარო სკოლასა და მე-7 ა მიკრო რაიონში პროფესიულ სასწავლებელს;

14:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მესხიშვილის, თოდრიას, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების და კერძო სახლების ნაწილს.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.