4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფებს ჩაუტარდა.
ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 000ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა.
ქ.რუსთავში, ოთხ სამედიცინო დაწესებულებაში იქნება აცრა ხელმისაწვდომი:
✅ N1სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი;
✅ N2 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი:
✅ 1 პოლიკლინიკა;
✅ კლინიკა რუსთავი.