დღეს, 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, “დაიტოვეს” ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობა გაიმართება
საპროტესტო მსვლელობის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს „დაიტოვეს” გარე სივრცეში მოქმედებების დასაწყისია და მსვლელობით სურთ საფუძველი ჩაეყაროს შემდეგ ერთობლივ ბრძოლას.
„ვთვლით, რომ ამ ჯგუფის ყოველი წევრი არის რეალური პროტესტის მთავარი მამოძრავებელი ძალა და აუცილებელია ჯგუფში არსებული განწყობა ქუჩაში გადავიდეს.
ვხვდებით, რომ ბევრი ჩვენგანი სხვადასხვა მიზეზებით ვერ ვპოულობთ საკუთარ როლს მიმდინარე პროცესებში, ამიტომ გვინდა, რომ ყველა საერთო სახალხო პროტესტის ნაწილი გავხდეთ.
თითოეული ადამიანის ჩვენს გვერდით დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
გელოდებით ყველას კვირას! სანამ ერთი ადამიანი მაინც აგრძელებს ბრძოლას, ამ ბრძოლას აქვს აზრი“, – ნათქვამია განცხადებაში.
“დაიტოვეს” ორგანიზებულ აქციას სტუდენტებთან, სამოქალაქო სექტორთან და მოქალაქეებთან ერთად პროევროპული ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდებიან.