დღეს, 11 ნოემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია – ჩვენ ვართ ევროპა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციური გაერთიანებები ავრცელებენ.
“დღეს ვიკრიბებით პარლამენტთან, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვუთხრათ – საქართველო ევროპაა!
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები, რომლებიც საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ”. – წერს კოალიცია ცვლილებისთვის.