იტალიაში ძვირადღირებული ტანსაცმლის მოპარვისთვის ძებნილი, 38 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დანაშაული თებერვალში მოხდა. 38 წლის ქართველზე ამ დრომდე ძებნა იყო გამოცხადებული. პოლიციამ ქართველი რუტინული შემოწმებისას აიყვანა.
იტალიური მედიის ცნობით ბრალდებულმა ათობით ძვირადღირებული ტანსაცმლის მოპარვა შეძლო.