საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდა, რომელიც საქართველოს სამხრეთ კავკასიის ვიზიტის ფარგლებში ეწვია. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
”ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისა და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი უმძიმესი და სისტემური დარღვევების შესახებ ისაუბრა, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე, დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის, ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოხატვისა და ხმის მიცემის საყოველთაობა.
პრეზიდენტმა აღინიშნა, რომ ამ დროისთვის არჩევნები არ არის აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი და დასავლელ პარტნიორებს არ უცნიათ პარლამენტის ლეგიტიმურობა.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რუსეთის მიერ ქვეყანაში წარმოებულ ჰიბრიდულ ომზე.
პრეზიდენტმა სტუმარს პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მის მიერ შემუშავებული გეგმის შესახებ ესაუბრა, რომელიც ახალ არჩევნების ჩასატარებლად საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებას და გაძლიერებას და ასევე, სამართლებრივი ბრძოლის მეთოდების გამოყენებას ითვალისწინებს.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნისათვის ევროპული გზის უალტერნატივობასა და ევროინტეგრაციის მიმართ ქართველი ხალხის ურყევ მისწრაფებას”,- აღნიშნულია განცხადებაში.