სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დარღვევების განხილვა 18 საათზე მეტია მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საპარლამენტო არჩევნებისას ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გრძელდება.

სააპელაციო სასამართლოში ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გუშინ დაიწყო.

სარჩელების განხილვა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება. 

საია-მ საქმის გადადების, დაყოფის, მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობები რამდენჯერმე დააყენა, თუმცა არ დაკმაყოფილდა.

მოსამართლეთა კოლეგია სადამკვირვებლო ორგანიზაციების – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და კოალიცია ჩემი ხმის საქმეებს განიხილავს. ჯამში 41 ოლქში გამოვლენილი დარღვევების შესახებ საჩივრები განიხილება.