საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო მუნიციპალური ავტოტრანსპორტი 13-15 ნოემბერს შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებეს

ა(ა)იპ “რუსთავსერვის ცენტრ”-მა ქალაქში დაიწყო საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი, რის გამოც 13 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გადაიკეტება მერაბ კოსტავას გამზირი. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო ავრცელებს.

მათივე ცნობით მუნიციპალური ავტობუსები შემდეგი მარშრუტით იმოძრავებენ:

N1, N2, N3, N4, N5, N7, N21 ავტობუსები, ნაცვლად მერაბ კოსტავას გამზირისა, იმოძრავებენ სუმგაითელ მეტალურგთა ქუჩის გავლით.

ხოლო ძველი რუსთავის მხარეს, აღნიშნული ავტობუსები ხიდიდან პარკის მიმართულებით, მშენებელთა ქუჩის გავლით(ფოლადის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია) მოხვდებიან ფიროსმანის ქუჩაზე.

N6 მუნიციპალური ავტობუსს ცვლილება არ შეეხება და იმოძრავებს ჩვეულ რეჟიმში.