გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით 7-8 ნოემბერს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გარდაბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის შეჯიბრი გაიმართა მხიარული სტარტებში, გეზრბენში, კალათბურთში, ფრენბურთსა და მინიფეხბურთში.
წელს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მუნიციპალიტეტის 11 სკოლის 200-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, აღსანიშნავია, რომ პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდებს მიეცეთ შესაძლებლობა წარმოაჩინონ საკუთარი უნარები, იასპარეზონ, ფიზიკური აქტივობით მოიპოვონ წარმატება და დაკავდნენ ჯანმრთელი, აქტიური ცხოვრების წესით.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ და ღონისძიების ორგანიზატორებმა გამარჯვებულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადასცეს.