საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩში რუსთავის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა ბოლნისის გოგონათა გუნდი 3-0 დაამარცხა

დღეს რუსთავის სპორტის სასახლეში, ფრენბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის თამაშები დაიწყო.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩში რუსთავის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა, ბოლნისის გოგონათა გუნდი 3-0 დაამარცხა.

რუსთავმა პირველი ტურის შეხვედრა საკუთარ ქალაქში გამართა, სადაც ბოლნისის გუნდი დაამარცხა.

უმაღლესი ლიგა 3 ეტაპად ჩატარდება.

პირველი და მეორე ეტაპი წრიული სისტემით ტარდება, მე-3 ეტაპზე კი ნახევარფინალურ და ფინალურ თამაშებში 4 რეიტინგული გუნდი იასპარეზებს.