ფრანგული სენტ ეტიენის ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი ევროპის TOP 5 ლიგის თვის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ფრანგული სენტ ეტიენის ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი ევროპის TOP 5 ლიგის თვის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

დავითაშვილი საუკეთესო თერთმეტეულში ანალიტიკურმა პორტალმა “სოფასკორმა” დაასახელა. ოქტომბერში სენტ ეტიენმა 3 მატჩი ჩაატარა და სულ 5 გოლი გაიტანა, რომლებიც ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა.

სენტ ეტიენი 9 ტურის თავზე 7 ქულით მე-16 ადგილზეა, მომდევნო თამაშს კი 2 ნოემბერს, შინ, სტრასბურგთან ჩაატარებს.