ბოლნისში,საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრ ,,განთიადის“ ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი გადაეცათ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრ ,,განთიადის“ ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი გადასცა

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან, იროდი უგრეხელიძესთან ერთად ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრ ,,განთიადს” ესტუმრა, აღსაზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებული საახალწლო საჩუქრები გადასცა. დღის ცენტრის ბენეფიციარები კი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს საახალწლო ღონისძიებით დახვდნენ.

 

საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრი „განთიადი“ ქალაქ ბოლნისში 2009 წლიდან ფუნქციონირებს. დღის ცენტრი სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს მათზე მორგებულ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.