გარდაბნის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება „ახალი წლის დღეები“ გაიმართა.
საკრებულოს შენობის მიმდებარედ არსებულ მოედანზე, განთავსდა საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ღონისძიების ფარგლებში საშობაო ბაზრობა მოეწყო, სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა, ასევე გაიმართა სადღესასწაულო მარში. სანტამ პატარებს საჩუქრები გადასცა.
აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხეც. საახალწლო ღონისძიება ფოერვერკით და გალა კონცერტით დასრულდა რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად კვარტეტმა „რანინამ“ და ბენდმა, მუსიკალურმა ჯგუფმა “ალეგრომ” და ბენდმა ,,მიქსტურამ“ მიიღეს.