C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სკრინინგ-აქციები გრძელდება.
ამჯერად, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით საინფორმაციო სკრინინგ შეხვედრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო C ჰეპატიტის ვირუსს და ამ ვირუსით გამოწვეულ დაავადებებს, მათი პრევენციის გზებსა და მართვას. გარდაბნის მერიის თანამშრომლებს კი საშუალება ჰქონდათ უფასო სკრინინგით ესარგებლათ.
ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მასშტაბურობა ათასობით საქართველოს მოქალაქეს საშუალებას აძლევს უფასო სამედიცინო სერვისებით ისარგებლოს.
აღსანიშნავია, რომ ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით მკურნალობაში ჩართული პაციენტების 99% განიკურნა C ჰეპატიტისგან!
სკრინინგ-აქციები და საინფორმაციო შეხვედრები როგორც დედაქალაქში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ხორციელდება, მათ შორის ბორჯომში, ახალციხეში, ახალქალაქში, ქუთაისში, მარნეულში, ბოლნისში, საჩხერესა და ჭიათურაში, სკრინინგ-აქცია უკვე ჩატარდა რუსთავში.
ელიმინაციის პროგრამის საბოლოო მიზანია არამხოლოდ დაავადების სრულად აღმოფხვრა, არამედ საზოგადოებაში ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება