კაია კალასი – დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შევთანხმდით, ევროკომისია წინადადებას წელს წარადგენს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა თქვა, რომ ევროპული საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე შეთანხმდა, ევროკომისია კი ამაზე წინადადებას წელსვე წარადგენს.

ამის შესახებ კაია კალასმა EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების 16 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

 

“სიტუაცია ქართველი ხალხისთვის დადებითი მიმართულებით არ ვითარდება, დემოკრატიები არ ჩაგრავენ ოპოზიციურ ხმებს და მედიის თავისუფლებას არ ზღუდავენ.

 

საპასუხოდ, პოლიტიკური კონტაქტები შევზღუდეთ და საქართველოს ხელისუფლების დაფინანსება შევწყვიტეთ. დღეს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე შევთანხმდით და კომისია ამაზე წინადადებას უკვე ამ წელს წარადგენს”, – განაცხადა კაია კალასმა.

 

კალასმა ასევე აღნიშნა, რომ სხდომაზე ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენლებზე სანქციების დაწესება განიხილეს.

 

„დღევანდელი დისკუსიაზე შევჯერდით, შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის. უნდა ითქვას, რომ იყო ინტენსიური დისკუსია და ასევე იყო უფრო მეტის გაკეთების სურვილი. ბევრმა აღნიშნა, ვნახოთ, როგორი განვითარება იქნება, მზად ვართ დამატებითი ნაბიჯებისთვის. თუმცა, სანქციებისთვის ჩვენ გვჭირდება 27-ვე წევრის თანხმობა, სამწუხაროდ ეს არ გვაქვს, თუმცა ვფიქრობ უვიზო რეჟიმი და შეჩერება პირველი ნაბიჯია“, – აღნიშნა კალასმა.