პოლიცია ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდა და გათიშულ მდგომარეობაში დააკავა

პოლიცია გირჩი/დროას ოფისთან მისულ კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერს, ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდა და დააკავა.

სამართალდამცველებმა ოპოზიციონერი ლიდერი მანქანაში ძალის გამოყენებით ჩატენა და ადგილიდან გათიშულ მდგომარეობაში გაიყვანეს.

ნიკა გვარამია გირჩი/დროას ოფისში შესვლას და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას ითხოვდა.