პრეზიდენტი-დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა – ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს!

დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტის თქმით, ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს!

„ერთი წლის წინ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო და დღეს ცენტრალური კომისიის მსგავსი „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა. ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს!“ – წერს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე წერს, რომ თბილისში ნაძვის ხე პოლიციის მიერ არის დაცული და „დაპატიმრებული“.

„ნაძვის ხე, რომელიც იმ პოლიციური სახელმწიფოს სიმბოლოა, როგორადაც „ქართული ოცნება“ საქართველოს გადაქცევას ცდილობს, პოლიციის მიერ არის დაცული და „დაპატიმრებული“, – წერს  ზურაბიშვილი.