რუსთავში მეოთხე დღეა ხალხმრავალი პროტესტი არ წყდება

რუსთავში მეოთხე დღეა ხალხმრავალი პროტესტი არ წყდება.

რუსთავის მერიამდე მსვლელობით მისული აქციის მონაწილეები რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან ითხოვდნენ შეხვედრას.

აქციის მონაწილეებს დღეს კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და პარტიის სხვა ლიდერები შეუერთდნენ.

შეგახსენებთ ქუჩაში გამოსული მოქალაქეები ირაკლი კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ, რომლითაც ხელისუფლება 2028 წლამდე ევროკავშორთან მოლაპარაკებებს აჩერებს.

დემონსტრანტები, ამბობენ რომ ევროპული ინტეგრაციის შეჩერება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნებას.

გარდა ამისა აქციის მონაწილეები გმობენ სასტიკ ძალადობას პროტესტის მონაწილეების მიმართ.

რუსთავისა და დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები ბოლო რამდენიმე დღეა თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებშიც იმართება.