სენაკში ქმარმა ცოლი მოკლა

სენაკში არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცმა ცოლს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში მიაყენა.

46 წლის ქალი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.

ცნობილია,რომ სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.