აქციამ ჭავჭავაძის გამზირიდან საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა. დემონსტრანტების ნაწილი ისევ ტელევიზიასთან მივიდა, ნაწილი კი პარლამენტის შენობასთან.
მთავარი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ასევე, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
უცვლელია საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრების მოტივაციაც – აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ დღეს პოლიტიკურ ლიდერებს დაეთმოთ პირდაპირ ეთერი, ასევე, გენერალური დირექტორის და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გადადგომას.