საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ XV ყოველწლიურ კონფერენციაზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, აზა ხარშილაძე, გივი ერქომაიშვილის სახელობის დამსახურებული ფინანსისტის მედლითა და დიპლომით დააჯილდოვა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, მოადგილესთან, ვალენტინა ნავერიანთან და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსთან, სოლომონ ჩარკვიანთან ერთად, საფინანსო სამსახურის აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილების უფროსს, აზა ხარშილაძეს, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის დიპლომი და მედალი გადასცა, ამასთანავე, გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.
აზა ხარშილაძე 44 წელია, რაც საჯარო სექტორში საფინანსო მიმართულებით მოღვაწეობს. იგი წარმატებული და მაღალკვალიფიციური საჯარო მოხელეა.