დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი განიხილეს და დაამტკიცეს.
2025 წლის ბიუჯეტი წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებით 9 190 000 ლარით გაიზარდა და 50 590 000 ლარი შეადგინა. 160 800 ლარით გაიზარდა სოციალური მიმართულებით დაფინანსება და 2025 წელს 6 472 200 ლარი დაიხარჯება. 4 032 900 ლარით გაიზარდა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გასაწევი ღონისძიებების დაფინანსება და გამოიყო 10 172 00 ლარი.
მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, კულტურის განვითარება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.