ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება დილიდან აქტიურად მიმდინარეობს.
სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე, მერიის მიმდებარედ, 14:00 საათიდან მოეწყობა საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები.
ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
საახალწლო ღონისძიება კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.
ახალი წლის დღეები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს უკვე მეოთხედ იმართება.