ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო და კერძო სკოლების 2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულებისათვის ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
მედლები 65 კურსდამთავრებულს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა, დავით შერაზადიშვილმა გადასცეს.
მედლების გადაცემის ცერემონია საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ია სვანიძის ორგანიზებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.