ბოლნისურმა კლუბმა, დღეს ,,გაგრას“ უმასპინძლა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, Crystalbet ეროვნული ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვერდას დაესწრო

 

საფეხბურთო კლუბი ბოლნისის ,,სიონი“ ეროვნული ლიგა 1-ის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

 

ბოლნისურმა კლუბმა, დღეს ,,გაგრას“ უმასპინძლა. პლეი ოფის პირველი შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.

 

მოიპოვებს თუ არა ,,სიონი“ უმაღლესი ლიგის საგზურს, განმეორებით შეხვედრაზე გადაწყდება, რომელიც 16 დეკემბერს ქალაქ თბილისში “პეტრო არენაზე” გაიმართება.