გარდაბანში, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება, რომელიც დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მიერ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 დეკემბერს, გარდაბანში, საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
📍 ღონისძიების ადგილი: საკრებულოს მიმდებარე მოედანი
🥁14:00 -15:00 – მოსიარულე ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა;
🎨 15:00 – 15:30 – ილუზიონისტის შოუ;
🎅 15:30 – 17:00 – ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან;
🍯 14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ადგილზე შეძლებთ გემრიელი კერძებისა და ცხელი სასმელების დაგემოვნებას;
🎠 14:00 – 19:00 – საბავშვო სივრცე: თამაშები, საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, საჩუქრები, ორცხობილების მოხატვა, საახალწლო სათამაშოების გაფერადება, ნაძვის ხეების დამზადება;
🎓 16:00-17:00 – ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება, ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის მოსწავლეების კონცერტი;
🎶 17:00 – 19:00 – გალა კონცერტი კვარტეტი „რანინასა“ და ბენდის, მუსიკალური ჯგუფი “ალეგროს” და ბენდი ,,მიქსტურას“ შესრულებით;
🎄18:00 – ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთება;
🎆 19:30 – საზეიმო ფოიერვერკი.
შევუქმნათ პატარებს საზეიმო განწყობა, ავანთოთ ნაძვის ხე და ერთად ვიზეიმოთ დამდეგი ახალი წელი!🎄✨