გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
სოფელ სართიჭალაში თანამედროვე ენერგოეფექტური ახალი საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს 2025 წლიდან მიიღებს.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დაახლოებით 150-დან 200 აღსაზრდელზეა გათვლილი და შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ევრო სტანდარტების დაცვით შენდება და პროექტის დასრულების შემდეგ, პატარები, საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, კეთილმოწყობილ ბაღებში შეძლებენ სიარულს.
ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში გათვალისწინებულია შიდა ინფრასტრუქტურის გარდა გარე სივრცეებისა რეკრეაციული ზონების მოწყობა.
სართიჭალის გარდა კიდევ ერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფელ მარტყოფშიც შენდება. ბაღების პროექტი ფინანსდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ და მათმა ჯამურმა ღირებულებამ 7 მილიონ ლარამდე შეადგინა.









