“გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი”, კულტურის სახლში, 25, 26 და 27 დეკემბერს გიწვევთ საახალწლო ღონისძიებაზე.
კულტურის სახლში დაგხვდებათ 3 ზღაპრული სივრცე, ღონისძიების დაწყებამდე სტუმრებს დახვდებათ ქენდი ნაძვის ხე თოვლის ბაბუა, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, ცენტრის ხატვის და თექაზე მომუშავე წრის ბავშვების ნამუშევრების გამოფენა, საახალწლო ზღაპრის კუთხე, ფოტოს გადასაღები კუთხეები და მრავალი სხვა სიურპრიზი.
25 დეკემბერი, 15:00 საათი: 2 თეატრალური სპექტაკლი – ნორიოს და სართიჭალის თეატრალური წრეების მონაწილეობით გასართობი შოუ; ანიმატორები და ზღაპრების გმირები.
26 დეკემბერი 15:00 საათი – ფოლკლორული საღამო ანსამბლ “ბეთანიის” და “იალნოს“, ქორეოგრაფიული ანსამბლების “ჯვარული” “სვანთა” და “ზეგარდის” მონაწილეობით.
27 დეკემბერი 14:00 საათი- საესტრადო საღამო, სამუსიკო სკოლის და ნია გოგოჩაშვილის ბავშვების და “არტ ლაიფის” (დრამერების შოუ) მონაწილეობით საღამოს დასრულების შემდეგ, 18:00 საათზე, ერთად ავანთოთ გარდაბნის მთავარი ნაძვის ხე