გიორგი კალანდარიშვილმა პრეზიდენტის არჩევნების პროცესი შეაფსა

ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის სასახლეში ახალი წესით ჩატარებული პრეზიდენტის არჩევნების პროცესი შეაფსა.

 

მისივე თქმით, პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველად არაპირდაპირი გზით, საარჩევნო კოლეგიამ აირჩა, რომელიც 300 წევრისგან შედგებოდა.

 

„პირდაპირი ტრანსლაციის გზით, საზოგადოება თავად აკვირდებოდა მთელი არჩევნების პროცესს. არჩევნებმა ჩაიარა შეფერხების გარეშე და შეიძლება ითქვას, საკმაოდ მაღალი ჩართულობით – კოლეგიის 300 წევრიდან 225 წევრი იღებდა მონაწილეობას“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

 

მისივე თქმით, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ერთი ეგზემპლარი გაიგზავნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

 

„არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი გადაეცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. ასევე, ერთი ეგზემპლარი გაიგზავნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მორიგი პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც განსხვავებული მოდელით წარიმართა, ფაქტობრივად, ამით დასრულებულია“, – განაცხადა კალანდარიშვილმა