ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი მირიანაშვილთან და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, ქალაქ ბოლნისში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩაზე, ქვაფენილის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.
პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლება 280 გრძივი მეტრი გზა, შეიცვალა საცხოვრებელი სახლის ჭიშკრები, განახლდება ფასადები და ღობეები, ასევე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 555 000 ლარს შეადგენს.