„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ „ვივამედში“ ერთს ჰგონია, რომ მსოფლიო ლიდერია, ზურაბიშვილი ამბობს, რომ 29-დან ისევ ლიდერი ვიქნებიო, სავარაუდოდ, ყველას თავის პალატა ექნება, თუ ფიქრს ასე გააგრძელებენ.
“ძალა რომ ხალხშია და ხალხის ძალას რომ წინ ვერაფერი დაუდგება, ამაში სააკაშვილს ნამდვილად ვეთანხმები.
ჩვენ ვნახეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში „ხალხის ძალას“ რა ძალა აქვს, ყველაფერი, რაც ვთქვით, ერთი ერთში სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძლიერები ვართ, უძლური ვართ იმაში, რომ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ისევ საქართველოს და მსოფლიოს ლიდერია. ამაში მედიცინაც კი უძლურია, რადგან ყველა ადამიანს თავისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს და ზოგს თავი ნაპოლეონი ჰგონია.
ზოგს 29 დეკემბრის შემდეგ თავი საქართველოს პრეზიდენტი ეგონება, ზოგს მსოფლიო ლიდერი და ა.შ. ეს მათი უფლებაა და ამის განკურნება რამდენად ხელეწიფება სამედიცინო საზოგადოებას, ჩვენ ვერაფერს ვუშველით.
„ვივამედში“ ერთს ჰგონია, რომ თვითონ არის მსოფლიო ლიდერი, ზურაბიშვილი ამბობს, რომ 29-დან ისევ მე ვიქნები ლიდერიო. სავარაუდოდ, ყველას თავის პალატა ექნება, თუ ფიქრს ასე გააგრძელებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.









