დღეს, მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი” გაიმართება.
ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათზე ჩადგებიან.
თბილისში ცოცხალი ჯაჭვი: ვახუშტის ხიდზე; თამარ მეფის ხიდზე; გალაკტიონის ხიდზე; ზაარბრიუკენის ხიდზე; ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობის ხიდზე; მეტეხის ხიდზე გაიმართება. ცოცხალ ჯაჭვს რუსთავიც უერთდება.
ცნობისთვის, მოქალაქეების მასობრივი ყოველდღიური საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, საქართველო მთავრობა 2028 წლამდე დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი აღარ იქნება.
ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნის პარალელურად, დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნებია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები.