დღეს, 28 დეკემბერს საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი“ გაიმართა.
ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათზე ჩადგნენ.
საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მოქალაქეების “ერთობის ჯაჭვი” რუსთავშიც შეიკრა.
“ერთობის ჯაჭვი” რუსთავში მცირე ინციდენტების ფონზე მიმდინარეობდა და ქალაქის მთავარ მოედანზე საქართველოს ჰიმნის შესრულებით დასრულდა.
აქცია-პრეფომანსს მერიის წინ ნეფე-დედოფალიც შეუერთდა.
აქცია-პერფორმანსით მოქალაქეები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები ხელახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.